ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა
ე.წ. მოსმენების კანონს, რომელზეც საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია, პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით რაიმე არგუმენტი, რომელიც კანონის ამოქმედებას ხელს შეუშლიდა. პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს დადების შემდეგ პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას მიმართა, რათა მას კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონში ვენეციის კომისიამ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან, წინააღმდეგობა ვერ დაადგინა. საკითხზე საკანომებლო ორგანოში შეფასებები გაკეთდა.
