დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებსაც გამოეხმაურა
დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებსაც გამოეხმაურა. ამ კანონის მიღება განპირობებულია ევროკავშირთან დაახლოებით - ეს არის ევროკავშირის დირექტივის იმპლემენტაცია საქართველოში , აცხადებს შალვა პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ თუკი არ მოხდება ოქტომბრამდე ნაბიჯების გადადგმა, საქართველოს შეეზღუდება წვდომა შემოქმედებითი ევროპის ფონდებზე და ქვეყანა გაერთიანებიდან გაირიცხება.
