ევროპარლამენტის საშემოდგომო სესია და გზავნილები სტრასბურგიდან
დასავლეთ ბალკნეთის, მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია და ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენს გარეშე. ეს განცხადება, ევროპარლამენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა. სტრასბურგშია დელეგაცია საქართველოდან - უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი და გიორგი ხელაშვილი ესწრებიან ევროპარლამენტის საშემოდგომო სესიას, და ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავენ. შეხვედრებზე გაიხილება თუ რას აკეთებს საქართველო, ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად
