დღეს ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეორე შეხვედრას გამართავს
დღეს ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეორე შეხვედრას გამართავს. „ნაპოლი“, სადაც 21 წლის ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სტუმრად გლაზგოს „რეინჯერსს“ შეხვდება. შოტლანდიის კლუბის ნიდერლანდელმა მთავარი მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტოქე გუნდიდან დიდ საფრთხეს კვარაცხელიასგან ელის და მის წინააღმდეგ დაცვაში ყურადღებით უნდა ითამაშონ. ლუჩიანო სპალეტიმ კი, რომელიც „ნაპოლის“ ამზადებს, ქართველი ფეხბურთელის შესახებ დეტალურად ისაუბრა. შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
