უკრაინა ხარკოვის. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ტერიტორიებს იბრუნებს
უკრაინა ხარკოვის , დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ტერიტორიებს იბრუნებს. გააქტიურებული კონტრშეტევის შედეგად, ეროვნული დროშები აღიმართა კრემენაიაში, სტარობელსკში, სვიატოგორსკსა და ხარკოვის ოლქის მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. რუსების მიერ ოკუპირებული 4 ათას კვადრატულზე მეტ ფართობს, ისევ უკრაინა აკონტროლებს, თუმცა რუსული აგრესიის საბოლოო მოგერიებისთვის, კიევი დასავლეთს, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და სამხედრო დახმარების გააქტიურებას სთხოვს. დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს შეერთებული შტატები.
