საქართველო პრემიერ-მინისტრი ბერლინშია
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დღეს იწყება, რომლის ფარგლებშიც ის გერმანიის კანცლერს პირისპირ შეხვდება.ანგელა მერკელის პოსტიდან წასვლის შემდეგ ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის პირველი პირისპირ შეხვედრაა. გერმანიის მხარემ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრის შემდეგ ბერლინის ფედერალურ კანცელარიაში დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციაც.
