სტუ ჰეგელის საერთაშორისო კონრგესს უმასპინძლებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პირველად, მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესს 2024 წელს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოებამ ხორვატიაში გაასაჯაროვა, ჰეგელის 34-ე საერთაშორისო კონგრესის დახურვის ცერემონიაზე, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს მორიგი კონგრესის მასპინძლობა ოფიციალურად მიულოცეს. 34-ე კონგრესზე, იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა მეცნიერებმა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა ბერიაშვილმა და ახალგაზრდა მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა.
