ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან
სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში - მობილიზებულია 40-მდე სპეცტექნიკა, გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. სოფლებში მონიტორინგის შედეგად, მიგრაციის ფაზაში მყოფი მავნებლის მომატებული კონცენტრაცია გამოვლინდა, რის გამოც სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა წამლობა ხუთივე ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთდროულად დაიწყო. თერმული ნისლით 2340 ჰა ტერიტორია დამუშავდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცივი შესხურების ტექნოლოგიით უკვე დამუშავდა სიმინდის მასივები.
