კახეთის მაგისტრალის მშენებლობა
კახეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა, შენდება ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა დაყოფილია 3 მონაკვეთად, ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის - 2024 წელს იგეგმება.
