გულის მანკის მკურნალობის დაფინანსება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაფართოვდა. გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა რეფერალიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში გადავიდა. ცვლილები ბენეფიციარებს სერვისზე ხელმისაწვდომობას გაუმარტივებს. თანდაყოლილი გულის მანკის მკურნალობა, 18 წლამდე პირებს 100 პროცენტით, პენსიონერებს 90 -ით, სხვა დანარჩენს კი 70 პროცენტით დაუფინანსდებათ.
