გახსნილი ქურდობა - 1 დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. სამართალდამცველებმა, სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე.
