ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბულია. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს. სომხური მხარის განცხადებით კი საბრძოლო მოქმედებები შემცირდა, თუმცა საზღვრის სიახლოვეს სროლის ხმა ისევ ისმის. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები ღამით დაიწყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის არმიამ მასშტაბურ პროვოკაციას მიმართა, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. სომხური მხარე კი ცეცხლის გახსნასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. სომხეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა რუს და ფრანგ კოლეგებთან. ნიკოლ პაშინიანი ასევე ესაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, რის შემდეგაც ენტონი ბლინკენმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
