შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ელჩს შეხვდა. ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი და დროული განხორციელებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. ელჩმა თქვა რომ ბულგარეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ბულგარეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული მომავლისა და ქვეყნის სხვადასხვა სფეროში განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
