ელექტრონული არჩევნები
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება. ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებას ქართული ოცნება განაგრძობს. ცვლილების მიხედვით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და დიდ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა, სულ მცირე, 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება. დეტალებს ლევან ფოჩხუა გაგვაცნობს.
