„საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის“ ყრილობა
არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა“ პირველი ყრილობა გამართა. ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. დელეგატებმა კულტურის მინისტრთან ერთად დარგში მიმდინარე პროცესების, წარმატებებისა და გამოწვევების, სამინისტროს ხედვისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. ასამბლეაზე თეა წულუკიანმა კიდევ ერთი ინიციატივა გაახმოვანა. ნოემბრიდან, „მუზეუმელთა ალიანსის“ ბარათის ყველა მფლობელს შესაძლებლობა ექნება, კულტურის სამინისტროს სისტემის ყველა მუზეუმს უფასოდ ესტუმროს.
