ახალგაზრდა მეტყევეთა დასაქმება
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 20 ახალგაზრდა მეტყევე-სპეციალისტი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდება. კურსდამთავრებულებმა სპეციალური სტაჟირების პროგრამა სააგენტოს სპეციალისტებთან გაიარეს. თიანეთის მუნიციპალიტეტის 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე ტყის აღრიცხვა სტატისტიკური მეთოდითაც დაინერგება, ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები სექტემბრის ბოლოდან დაიწყება და 2023 წელს დასრულდება.
