Wine For Warriors Gala
ამერიკული კომპანია „სილქ როუდ ვაინის“ მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა შეერთებულ შტატებში, რომელიც ქართველი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. სტუმრებს სიტყვით ამერიკაში საქართველოს ელჩმა მიმართა. დავით ზალკალიანმა საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრა და ამერიკელ პარტნიორებს ქართველი გმირების დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
