ედინბურგი დედოფალს დაემშვიდობა
ედინბურგი დედოფალს დაემშვიდობა. სენტ-გაილსის ტაძარში ელისაბედ მეორის ცხედარს ათასობით ადამიანმა პატივი იაგო. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ მეფე ჩარლზი, პრინცესა ანა და პრინცები - ენდრიუ და ედვარდი. დღეს დედოფლის ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია კი 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.
