თურქეთის გაფრთხილება საბერძნეთს
თურქეთის საბერძნეთს აფრთხილებს. „მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ პატივი ვცეთ ჩვენი მეზობლობის უფლებებს ეგეოსის ზღვის ორივე მხარეს, საბერძნეთი კვლავ განაგრძობს პროვოკაციებს. თუ სხვების სახელით ავანტიურას მიმართავთ, დღესაც იმ შედეგს მიიღებთ, რომელიც წარსულში გქონდათ. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის,“ - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ. ოთხ სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი, ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებასა და ოკუპაციაში დაადანაშაულა, რასაც ათენი კატეგორიულად უარყოფს.
