საფრანგეთის ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის
საფრანგეთი რუსებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემას განაგრძობს, მაგრამ ვიზის საფასურს და განაცხადის განხილვის ვადას გაზრდის. ინფორმაცია მოსკოვში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარიზი ევროკავშირის საბჭოს მითითებების შესაბამისად მოქმედებს. ახალი რეგულაციით, ვიზის საფასური 80 ევრომდე გაიზრდება, განაცხადების განხილვას კი შესაძლოა 45 დღე დასჭირდეს.
