გერმანიის უარი უკრაინას
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ბერლინი კიევისთვის ტანკების გადაცემას არ აპირებს. მისი განაცხადებით, გერმანია, პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე, ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. ექვს სექტემბერს გერმანიის კანცლერმა უარი თქვა დაეკმაყოფილებინა უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მოთხოვნა უკრაინისთვის დამატებით მძიმე შეიარაღების მიწოდების შესახებ.
