ვითარება უკრაინაში
უკრაინული ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებენ. ბოლო 24 საათში მათ კონტროლს ხარკოვში კიდევ რამდენიმე დასახლებული რაიონი დაექვემდებარა. კონტრშეტევა გრძელდება ხერსონის ოლქშიც, სადაც უკრაინელებმა ხუთას კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია გაათავისუფლეს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, მთლიანობაში უკრაინელებმა ექვსი ათას კვადრატულ კოლომეტრამდე ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს.