შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე უკვე შეთანხმდნენ. მანამდე კი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები იყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის არმიამ მასშტაბურ პროვოკაციას მიმართა, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა. სომხური მხარე კი ცეცხლის გახსნაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. სომხეთის პრეზიდენმა სატელეფონო საუბრები გამართა რუს და ფრანგ კოლეგებთან. ნიკოლ პაშინიანი ასევე ესაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, რის შემდეგაც ენტონი ბლინკენმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
