გერმანიის ელჩი პრემიერთან შეხვედრას ეხმაურება
პრემიერ-მინისტრი, გერმანიაში ვიზიტამდე, საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა. შეხვედრას, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ელჩი წერს, რომ საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა.
