შეხვედრა პრემიერთან
პრემიერ-მინისტრი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. განიხილეს, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და არაბული ინვესტიციით დაფინანსებული პროექტები. ითქვა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით დიალოგი მიმდინარე თვეში დაიწყება.
