ეკონომიკური ზრდა და ცვლილებები ბიუჯეტში
ფინანსთა სამინისტრო, პარლამენტს კორექტირებულ ბიუჯეტს დღეს გადაუგზავნის. წელს, ქვეყანა საგარეო ვალს, მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით ორმოც პროცენტამდე ამცირებს. ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა - ეს ის სფეროებია, რომელთა ხარჯებსაც მთავრობა, მიღებული შემოსავლის მიხედვით, რამდენიმე მილიონით გაზრდის.
