ქართული კინო და თეატრი მიშა გომიაშვილის გარეშე დარჩა
ქართული კინო და თეატრი მიშა გომიაშვილის გარეშე დარჩა. მსახიობი, 61-ი წლის ასაკში გარდაიცვალა. მან უამრავი კინო თუ თეატრალური სახე შექმნა. წლების განმავლობაში მუშაობდა არაერთ გამოჩენილ რეჟისორთან. მიღებული აქვს ,,ოქროს ნიღბის’’ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის უმაღლესი ჯილდო. მიშა გომიაშვილი მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული პოპულარული სერიალიდან - „ყავა და ლუდი“ .