დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში, სამძიმრის წიგნი გაიხსნა
დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისში, ბრიტანეთის საელჩოში, სამძიმრის წიგნი გაიხსნა. წიგნში ჩანაწერი გააკეთეს და ბრიტანელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა განაცხადა, დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საელჩო სამძიმარს იღებს მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებისგან.
