ოპოზიციის შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია
ოპოზიციის შენიშვნების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია. დოკუმენტს, რომლითაც სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა განისაზღვროს, ეთანხმება ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდა. შეხვედრაზე იყო საპარლამენტო ოპოზიციიდან ყველა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა და ლელო, რომლებმაც პროექტს მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს. ერთადერთი პარტია, რომელიც ამ შეხვედრას არ დაესწრო, სტრატეგია აღმაშენებლი იყო.
