მთავრობის გადაწყვეტილება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის შესახებ“ პროექტის განხორციელების ეტაპები. დავითაშვილის თქმით, საკითხზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს უკვე შსაბამის უწყებებს ხელთ აქვთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მათ პირობების სწორად ჩამოყალიბებაში და სწორი პარტნიორის შერჩევაში დაეხმარებათ. დავითაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მშენებლობის დასაწყებად საკონსულტაციო ჯგუფების შერჩევა და მათი დაქირავება მოხდება.
