მამუკა მდინარაძის განცხადება
ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობაა“, მსოფლიოში არ არსებობს - განცხადების ავტორი, მამუკა მდინარაძეა. მისივე თქმით, პარტია, სხვისი მხრიდან რუსული ინტერესების გატარებაზე ლაპარაკობს მაშინ როდესაც, ქართველ ჯარისკაცებს რეზოლუციაში ჩაუწერეს, რომ ომი მათ დაიწყეს და ამაზე რუსეთს ხელი მოუწერეს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილის პარტია, ყოველთვის ცდილობს, იმ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვიდეს, რომელიც აწყობს, „ქართული ოცნება“ კი საქართველოს ინტერესების მიხედვით მოქმედებს.
