განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს. დღეიდან, მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, მედიკოსისა და სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, განცხადებების მიღება დაიწყო. როგორც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, სოციალური პროგრამის ფარგლებში წელს მოქმედ 13 კატეგორიას კიდევ ერთი დაემატა, რომლითაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ან გარდაცვლილი სამხედროების შვილები ისარგებლებენ.
