"იმედის კვირის" ექსკლუზიური ინტრვიუ გარეჯის საქმის ოქროს მოწმესთან, მანანა აღიპიშვილთან
სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაქრა რუკები, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან მას შემდეგ, რაც დაკარგული დოკუმენტების შესახებ შესაბამის უწყებას აცნობა და რომელი ტერიტორიის გასხვისება შესთავაზა ნატალია ილიჩოვამ. მანანა აღიპიშვილის თქმით, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 20 წლის განმავლობაში, აღნიშნული ფაქტი თაროზე ჰქონდა შემოდებული. საარქივო დოკუმენტმა, დღის სინათლე, სასამართლოზე ნახა.
