"იმედის" ახალი სეზონი
იმედი, კვლავ სატელევიზიო სივრცის უპირობო ლიდერია. დღეიდან, ტელეიმედის ყველაზე რეიტინგული გადაცემები, სატელევიზიო ბადეს უბრუნდება. მეორმოცე სატელევიზიო სეზონზე, მაყურებელს უამრავი გრანდიოზული შოუ და ახალი პროექტი ელოდება, რომლებზე მუშაობაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას პოლიტიკური ტელეგადაცემებიც. ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკა ‘’ კი, უახლეს ამბებს მთელი მსოფლიოდან საათში ერთხელ გაგაცნობთ. ამასთან, დიდი სიახლეებია სერიალების მოყვარულებისთვისაც. დღეიდან გაგრძელდება ყველა სერიალი, თუმცა სულ მალე ეთერში, მაყურებლის მოთხოვნით, ყველაზე რეიტინგული სერიალი ფარული ვნება დაბრუნდება.