კინოსა და თეატრის მსახიობი, მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა
კინოსა და თეატრის მსახიობი, მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ. ცნობილი მსახიობი მუშაობდა „მეტეხის თეატრში“. 1996 წლიდან კი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. თეატრსა და კინოში შესრულებული აქვს მრავალი როლი. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „არტ-ხელოვნება“. მიშა გომიაშვილი 61 წლის იყო.
