ომის 201-ე დღე
ომის 201-ე დღე. უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთში წარმატებულ სამხედრო ოპერაციას ატარებს. ხარკოვის ოლქში, უკრაინელმა მებრძოლებმა 40-ზე მეტი ქალაქი და დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მძიმე დანაკარგებს განიცდიან და პასუხად, უკრაინის სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვის თბოელექტროსადგურზე, რის შედეგადაც რამდენიმე ოლქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
