115 წელი ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან
უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში . მთავრობის მეთაურის თქმით, მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ქვეყნის მომავლის შენებისთვის, ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ქვეყნის განვითარების ის გზა გაკვალა, რომელსაც დღესაც მივყვებით.
