სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია , რომ საზოგადოებას ერთობა და დაწყნარება სჭირდება
სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია , რომ საზოგადოებას ერთობა და დაწყნარება სჭირდება . ყველას გვტკივა ის ძალინ მძიმე ფონი, რომელიც შექმნილია პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში -- გაუთავებელი დაპირისპირება, პოლარიზაცია, აუტანლობა’’ -- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა . სალომე ზურაბიშვილი ამბობს , რომ ამ ფონზე ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება მისი ძალისხმევა. პრეზიდენტის თქმით, ეს საზოგადოების დაკვეთაა, რომელსაც სურს დაწყნარება და ერთობა და ეს პროცესი, მისი თქმით ქვეყანას გააძლიერებს.
