პროვოკაცია უკრაინიდან - რადიკალების ინტერესი
„ეს პოლიტიკური პროცესია, დარწმუნებული ვარ, მე რომ არ ვიყო იმედის თანამფლობელი, ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ მექნებოდა - ეს არის პასუხი კითხვაზე - რატომ მოხვდა აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძე იმ ბიზნესმენთა სიაში, რომელთა სანქცირებას, “ნაციონალური მოძრაობა” და უკრაინის ხელისუფლებაში მათი მხარდამჭერი ფრთა ითხოვენ. სიაში, რომელიც უკრაინულმა პორტალმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, 12 ქართული გვარია. “ნაციონალურ მოძრაობაში” არ მალავენ, რომ უკრაინული პორტალის მიერ გამოქვეყნებული სიის შექმნაში, მათ დიდი წვლილი აქვთ.
