პრემიერის შეხვედრა ფილიპ რიკერთან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს შეხვდა. საქართველოს პრემიერმა, ფილიპ რიკერს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. შეხვედრაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ რთულ უსაფრთხოების ვითარებაზეც ისაუბრეს, განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაცია.
