კულტურული ღონისძიებები საგარეჯოში
საგარეჯოში ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 60 წლისთავს აღნიშნავენ. ღონისძიების ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა. გარდა ამისა, მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია და ხელნაკეთი აქსესუარები გამოფინეს. ჩატარდა კულინარიული მასტერკლასიც. დღის ბოლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ახლად რიაბილიტირებული ქუჩა დაათვალიერა.
