წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ჩვენი ნაკრები ტურნირის უკანასკნლ მატჩში მონტენეგროს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 14-11 დამარცხდა. დღევანდელი მარცხის მიუხედავად, საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე დიდ წარმატებას მიაღწია, მეოთხედ ფინალში გავიდა, მერვე ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ავტომატურად მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია.
