მეფედ კურთხევის ცერემონია
გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად დღეს ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს. მეფედ კურთხევის ცერემონია წმინდა ჯეიმსის სასახლეში გაიმართა, სადაც დიდი ბრიტანეთის ახალმა მეფემ ქვეყნის ერთგულების ფიცი დადო. 73 წლის პრინცმა ჩარლზმა მეფის ტიტული დედის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა. ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაერთიანებულ სამეფოში დედოფლის გარდაცვალების გამო 10 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
