პენტაგონის წარმომადგენლის განცხადება
ხერსონში უკრაინის კონტრ შეტევა იმედის მომცემ ნიშნებს იძლევა, თუმცა წინ სავარაუდოდ ხანგრძლივი ბრძოლაა. ამის შესახებ პოლიტიკის საკითხებში ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწემ განაცხადა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონის წარმომადგენელმა უკრაინის ძალების ოპერაციას „კონტრ შეტევა“ უწოდა. აღნიშნული ტერმინის გამოყენებას აქამდე თავს არიდებდნენ თავდაცვის დეპარტამენტის მაღალ ჩინოსნები.
