ომი უკრაინაში
ომის 199-ე დღე. უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრ შეტევებს განაგრძობს. ოკუპანტები უკან იხევენ და ოკუპირებულ ქალაქებზე კონტროლს კარგავენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს რუსეთმა კონტროლი ხარკოვის კიდევ ერთ ქალაქ კუპიანსკზე დაკარგა. უკრაინული წყაროებით, საოკუპაციო ძალები ტოვებენ იზიუმსაც.
