„ხალხის ძალის“ განცხადება
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალამ”დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა. დეპუტატები ეხმიანებიან ამერიკის საელჩოს განცხადებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონის შესახებ. მათი თქმით, აშკარაა, რომ ამერიკის საელჩო მიზან მიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს. წერილს მალვე მოჰყვა გამოხმაურებები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ანტი დასავლური რიტორიკაა და პარტიონრებზე ღია თავდასხმაა. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში.
