ტელეკომპანია „იმედმა“ „მასტერ ლიგა სამში“ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა
ტელეკომპანია იმედმა „მასტერ ლიგა სამში“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა „ირი“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით ხუთით ოთხი დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი იმედის მოთამაშე დავით მეკოკიშვილი გახდა, რომელმაც დუბლის გატანა მოახერხა.
