„ასწავლე საქართველოსთვის“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის კულტურის სახლში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, სადაც პროგრამის მონაწილე კონსულტანტ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა. მან მიღწეული შედეგები შეაფასა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
