გაეროს მიერ ზედიზედ მეოთხედ საქართველოს, ადამიანური განვითარების „ძალიან მაღალი“ დონის სტატუსი მიენიჭა
გაეროს მიერ ზედიზედ მეოთხედ საქართველოს, ადამიანური განვითარების „ძალიან მაღალი“ დონის სტატუსი მიენიჭა. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ერთი პუნქტით გაუმჯობესდა და ამ მაჩვენებლით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონის ლიდერია, არამედ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსაც უსწრებს. მთავრობისა და პარლამენტის ეკონომიკური გუნდის განმარტებით, საქართვეოს ეს პოზიცია სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
