სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები დამტკიცებულია
83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები დამტკიცებულია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას მისცა შესაძლებლობა, თავად აარჩიოს ომბუდსმენის კანდიდატები, პროექტს მათი ნაწილის მხარდაჭერა მაინც არ ჰქონდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ- ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს, თუმცა ამის მიიუხედავად, მათი ნაწილი ამბობს, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩაერთვება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
